ციხის მაყურებლები

ციხეებთან გამართული საპროტესტო აქციები ხელისუფლებამ უმადურობად შეაფასა. აქციებიდან რამდენიმე დღეში გეგუთის ციხეში ორი ბათუმელი, ახალგაზრდა პატიმარი გარდაიცვალა. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.
ფილმში პირველად საუბრობენ წამებით გარდაცვლილი ბათუმელი პატიმრების ოჯახის წევრები. ამ ფილმიდან გაიგებთ: რა ურჩია მათ ციხის ადმინისტრაციის კონკრეტულმა თანმშრომლებმა, რას ყვებიან პოლიტიკური პატიმრები ციხის რეალობის და ე.წ. მაყურებლების შესახებ. ფილმში წარმოდგენილი ინტერვიუებიდან შეგვიძლია გავიგოთ: ვინ აკონტროლებს ციხეს - ადმინისტრაცია, თუ `მაყურებელი”, ვის რატომ სჭირდება წინა ხელისუფლების მართვის მეთოდები ციხეებში?!
ციხის ამსახველი კადრები 2012 წლის არჩევნების წინ `ქართული ოცნების~ გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. რამდენად შეიცვალა რეალობა ციხეში – ნახეთY ნინი ხარშილაძის ფილმში `ციხის მაყურებელი~.