სხვა ქალაქი

“რვაფეხას” გადასარჩენად ბათუმში საზოგადოება შეიკრიბა. საპროტესტო აქციამდე აჭარის ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ `რვაფეხას~ სანაცვლოდ 40 მილიონიან ინვესტიაზე უარს ვერ იტყვის.
ფილმში ნახავთ, რამდენად შეიცვალა ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. აქ მოისმენთ არგუმენტებს და ანალიზს, რის გამო ვერ იქცა მემკვიდრეობა ეკონომიკური კაპიტალის წყაროდ და რატომ განიხილება იგი, როგორც ბარიერი.
ჯაბა ანანიძის ფილმიდან `სხვა ქალაქი~ გაიგებთ: რატომ ჩნდება ბათუმის ძველ ბულვარში ახალი შენობები ისევ, მათ შორის, რესტორანი, რომლის მესაკუთრეც ერთ-ერთი მინისტრის სიძეა; არის თუ არა კავშირში ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორის გათავისუფლება ბარათაშვილის 24-თან, რომელსაც ჯერ ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, შემდეგ – მოუხსნეს; რატომ არ რეაგირებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბარბარეს ტაძარზე, რომელსაც საპატრიარქომ უკანონოდ უცვალა სახე, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.