პრემიები ულტიმატუმებით

მთავრობა მაღალ პრემიებსა და დანამატებს ვერ ელევა. ქაოტურ პრემიებში წესრიგის დასამკვიდრებლად რეგულაციები აჭარის მთავრობამაც დააწესა, მაგრამ ხარჯები გაიზარდა: მაღალი თანამდებობის პირები დანამატების სახით 25%-ით უფრო მეტს იღებენ ახლა, ვიდრე რეგულაციამდე. მთავრობის დადგენილება ასევე პრემიის გაცემის შემთხვევაში დასაბუთებას მოითხოვს – რის გამო გაიცა პრემია, თუმცა სიტყვა “დასაბუთება”აჭარის მთავრობაში უკვე “ფსიქოანალიზს” ახსენებთ.
ფილმში ნახავთ, რა დასაბუთებით გაიცემა პრემიები აჭარის მთავრობაში, როგორ იღებს პრემიას თითოეული საჯარო მოხელე თითქმის ყველა თვეში და რა ულტიმატუმებით გვესაუბრებიან თანამდებობის პირები.
აჭარის მთავრობის გარდა, ფილმში წარმოდგენილია ინფორმაცია ბათუმის თვითმმართველობის შესახებ. აქ საკრებულოს თავმჯდომარემ და თანამდებობის პირებმა წინასაახალწოდ პრემიის სამმაგი ოდენობით დაისაჩუქრეს თავი. მერიაში კი პრემიას და დანამატს ერთდროულად იღებენ.