ჩვენ

ჩვენ

ჩვენ

არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა დაფარულს ამზეურებ, როცა აღმოაჩენ, რომ თურმე უკვე შემოთავაზებული კადრის მიღმა სულ სხვა რეალობა იმალება და შენ შეგიძლია ეს უთხრა ყველას, ადამიანებს, რომლებიც უკვე სხვანაირად მოქმედებენ მას შემდეგ, როცა გაიგებენ, რასთან, ან ვისთან ჰქონიათ საქმე...

ამის საშუალებას ყველაზე უკეთ ჟურნალისტური გამოძიება იძლევა.

ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ვმუშაობთ. გვსურს, სიღრმისეულად ვიკვლიოთ ყველაზე საინტერესო მოვლენები, მოვიპოვოთ და გავაშუქოთ ამბები აქტუალურ საკითხებზე - ბიუჯეტზე, ტენდერებზე, დეკლარაციებზე, სახელისუფლებო ხარჯებზე, კომფორტზე...

გამჭვირვალობით, მოვლენებისთვის სახელების დარქმევით და ანალიზით გვინდა ეფექტური მმართველობის მიღწევაში მონაწილეობა.

კიდევ ინფორმირებული საზოგადოება გვინდა, რომელსაც შეეძლება მოვლენების ანალიზი და რაც მთავარია - ანგარიშგასაწევი გახდება ხელისუფლებისთვის. ამიტომაც დავარქვით ჩვენს სტუდიას სახელად REC. გვინდა, რომ თქვენში ამ ასოციაციას ვიწვევდეთ - ვიდეო კამერაზე წითლად ანთებულ წარწერას, რომელიც გვანიშნებს, რომ ჩაწერა მიმდინარეობს. ანუ იმის ასახვა, რაც ჩვენს რეალობაში ხდება.

სტუდია რეკ-ის დამფუძნებლები ვართ ჟურნალისტები - ირმა ზოიძე და ჯაბა ანანიძე. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ ჟურნალისტიკაში . ვამზადებთ ანალიტიკურ გადაცემა „დიალოგს“, რომელიც „ტელეარხი 25“-ის ეთერში გადის . სატელევიზიო დისკუსიის პარალელურად, დავინახეთ საგამოძიებო ფილმების კეთების აუცილებლობა. მიგვაჩნია, რომ ეს უალტერნატივო საშუალებაა, გაიგო პროცესების რეალური არსი, მიიღო საბოლოო პასუხები, დასვა წერტილი.

ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა მედია პროექტის განხორციელებას. გელოდებით, ვინც ამ იდეების ერთგულებით გამოირჩევით.

REC უკვე ჩართულია!