ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ირმა ზოძე - - საგამოძიებო სტუდია „რეკ“-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი. საგამოძიებო ფილმების ავტორი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „დიალოგის“ (ტელეარხი 25) პროდიუსერი.

2008-2012 წლებში იყო ბრიტანული ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების“ ჟურნალისტი, 2008-2011 წლებში მუშაობდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტად. 2006-2007 წლებში რადიო „მწვანე ტალღის“ ბათუმის ბიუროს კოორდინატორი იყო და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი. 2003-2005 წლებში მუშაობდა „აჭარის ტელევიზიაში“. მანამდე იყო ტელეკომპანია „მზის“ სპეციალური კორესპონდენტი აჭარაში, სააგენტო „აჭარის“ და რადიო „აჭარის“ ჟურნალისტი. მიღებული აქვს სვხადასხვა ჯილდოები, მათ შორის, 2007 წელს გახდა „მედია მრავალფეროვნების“ კონკურის გამარჯვებული - BBC WORLD SERVICE TRUST.

ირმა ზოიძე იყო სხვადასხვა პროექტის მონაწილე, მათ შორის: საერთაშორისო კონფერენციის „არაბული გაზაფხული“ (2011 წელი, ბრიუსელი); ევროპის სამეზობლო პოლიტიკა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. ორგანიზატორი ევროპის მეზობლობის ჟურნალისტური ქსელი (ისრაელი, 2010 წელი);

ირმა ზოიძე არის ბრიტანული ორგანიზაციის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის IWPR ჟურნალისტთა რეგიონული ქსელის წევრი (2007 -2008 წლებში)

ირმა ზოიძეს დამთავრებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის თბილისის პოლიტიკური სკოლის და ბათუმის დემოკრატიის სკოლის(NIMD) კურსდამთავრებული. 2004 წელს გაიარა თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედია მენეჯმენტის კურსი.

ჯაბა ანანიძე - საგამოძიებო სტუდია „რეკ“-ის დამფუძნებელი, დირექტორი. საგამოძიებო ფილმების ავტორი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „დიალოგის“(ტელეარხი 25) წამყვანი - 2009 წლიდან დღემდე.

2004 -2006 წლებში მუშაობდა გაზეთ „24 საათის“ ჟურნალისტად აჭარაში, 2006 – 2009 წლებში იყო გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი აჭარაში და ამავე გაზეთის ჩანართის „ზღვისპირეთის“ რედაქტორი. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს „ტელეარხ 25“-ში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის „დიალოგის“ წამყვანად. 2010-2012 წლებში იყო პროექტის დირექტორი და ჟურნალისტი პუბლიცისტური გადაცემის „ნატვრის ხე“, რომელიც პროექტის „დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში“ ფარგლებში, ფონდი „ღია საოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით მზადდებოდა. 2010 წელს მიყავდა წინასაარევნო სატელევიზიო დისკუსია „ხალხის არჩევანს“ (პროექტი ფინანსდებოდა ევროკავშირის მხარდაჭერით). 2011-2014 წლებში იყო ყოველკვირეული, ანალიტიკური გადაცემის „უპასუხეთ ხალხს“ წამყვანი (პროექტს თავდაპირველად აფინანსებდა ფონდი IREX, 2013 წლიდან - ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“) 2012 -2013 წლებში ამზადებდა საგამოძიებო ფილმებს „უცნობი ფაქტები“ (დაფინანსეული ფონდი IREX-ის მიერ). 2014 წლიდან არის საგამოძიებო სტუდია „რეკ“ -ის დამფუძბნებელი და ამზადებს საგამოძიებო ფილმებს. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, როგორც სატელევიზიო გადაცემების, ასევე საგაზეთო სტატიებისთვის. 2013 წელს ჯაბა ანანიძე დაჯილდოვდა ჯიპა ფრიდმანის პრიზის მეორე ადგილით საგამოძიებო ფილმისთვის „ნაცნობები ახალ ხელისუფლებაში“

ჯაბა ანანიძე 2011 წელს მონაწილეობდა GMPP-ის გაცვლით პროექტში და იმყოფებოდა აშშ-ში, ტელეკომპანია WDBJ7-ში.

ჯაბა ანანიძეს დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და სამართალმოდნეობის სპეციალობები. 2014 წელს მან გაიარა ბათუმის დემოკრატიის სკოლა.

2014 წლის დეკემბერში ჯაბა ანანიძე აირჩიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად.